მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა 1 ოქტომბრამდე გადაავადა

BM.GE
14.09.18 23:17
1216
მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა გადაავადა. ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენთვის რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. არადა, ივანე მაჭავარიანის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ხვალიდან უნდა შესულიყო ძალაში. ჯერჯერობით უცნობია, გადაავადებს თუ არა მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებით სიმინდის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებასაც, რომელიც ძალაში  1 ნოემბრიდან უნდა შევიდეს. გასული კვირის ბოლოს ხორცის, კვერცხის და კომბინირებული საკვების მწარმოებელმა ცხრამეტმა კომპანიამ პრემიერ-მინისტრს, შესაბამის მინისტრებს და ბიზნესომბუდსმენს ერთობლივი განცხადებით მიმართა. მათი მთავარი მოთხოვნა ივანე მაჭავარიანის მიერ გამოცემული ბრძანების გაუქმებაა.