მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - კვირის პოლიტიკური მიმოხილვა

BM.GE
12.12.18 11:07
847
სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 70% პროცენტით გაიმარჯვა ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა სახელად „ჩემი ნაბიჯი“. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუკი ამ ამბით გავხსნით დღევანდელ საეთერო ბლოკს, ბუკა პეტრიაშვილთან ერთად. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმათა დათვლის შედეგად, არჩევნებში მეორე ადგილი, 8.27 პროცენტით, პარტია „აყვავებულმა სომხეთმა“ დაიკავა, მესამე ადგილზე კი პარტია „ნათელი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც 6% აჩვენა. სომხეთის ცესკო-ს მონაცემებით, ხუთწლიანი ვადით არჩეულ სომხეთის პარლამენტში ფაშინიანის პარტია და მისი რევოლუციური მოკავშირეები შედიან. სხვა პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, არჩევნებში ხმათა 4.7 პროცენტი მიიღო. სომხეთის კონსტიტუცია პარლამენტში ოპოზიციას ერთი მესამედის გარანტიას აძლევს და მოსალოდნელია, რომ „აყვავებული სომხეთი“ და „ნათელი სომხეთი“ თავს კონსტრუქციულ ოპოზიციად გამოაცხადებენ.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმოხილველი