მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშრალი ხიდი - მყუდრო სხვენი ღია ცის ქვეშ

BM.GE
21.03.19 09:15
2264
გუშინ გახდა ცნობილი, რომ თბილისის ქუჩებს დამატებით 12 საზოგადოებრივი ტრანსორტისთვის გამოყოფილი სპეციალური გაჩერება დაემატება. ეს რეგულიაცია თბილისის მერიამ ზუსტად ერთი წლის წინ აამოქმედა. გასულ წელს, მერიამ 14 ცენტრალური ქუჩა შეარჩია, მათი თქმით ამ ცვლილებებმა გაამართლა და შესაბამისად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს ანალოგიური მიდგომა.
დედაქალაქის მთავრობსის ხდომაზე, თბილისის მერია მშრალი ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. კახა კალაძეს არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყება და რამდენი ხანი გაგრძელდება რეაბილიტაციის პროცესი.
რა თქმა უნდა ბიემჯიმ ყველა დეტალი მოიკითხა და თბილისის მერიაში განგვიმარტეს, რომ მშრალ ხიდზე მოვაჭრეებს რეაბილიტაციის დროს ტერიტორიის დატოვება არ მოუწევთ. დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ ადგილზე მომუშავე ადამიანები რომელ მხარესაც არ იქნება საუშაო, იმ მხარეს იქნებიან, როცა იმ მხარის რეაბილიტაცია დაიწყება, მეორე მხარეს გადმოინაცვლებენ და გარკვეული პერიოდი, რეაბილიტაციის დასრულებამდე ამ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა. რა რეჟიმი აქვთ დღეს მშრალ ხიდზე ძველი ნივთებით, ნახატებით, მოგონებებითა და წარსულით მოვაჭრეეებს?