14.მარტი.2019 11:02
საქმიანი დილა

მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ახალი ვერსიის განხილვას იწყებს. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ საკანონმდებლო ორგანოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ახალი ვერსია წარუდგინა, რომლის თანახმად უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ის მათ მემკვიდრეობით ერგო. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტის პირველადი ვერსია შესაძლოა, შეიცვალოს. რა წერია პროექტში და რას ცვლის ორგანული კანონი საკონსტიტუციო ჩანაწერში?

სტუმარი: ალეკო ბოლქვაძე - "BLC", მმართველი პარტნიორი