მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწის კანონი - ახალი თამაშის წესები საბანკო სექტორისთვის

BM.GE
23.04.18 16:46
1056
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონპროექტზე დღეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დაინტერესებულ პირებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენი, საქართველოს ბანკების ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც იცით, უცხოელების მიერ მიწის დასაკუთრების საკითხი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო საბანკო სექტორისთვის, რადან ისინი ძირითადად საზღვარგარეთ არიან რეგისტრირებულები. რა შეიცვლება მათთვის და არა მხოლოდ ბანკებისთვის?