მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Milaha ფოთის პორტში

BM.GE
08.02.19 23:12
936
 2018 წლის 10 თვის განმავლობაში ფოთის პორტმა 5 მილიონ 100 ათასი ტონა ტვირთი გაატარა, რაც 2017 წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. ტვირთის წონის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა. 2018 წლის 10 თვეში პორტმა 296 ათასზე მეტი TEU ერთეული კონტეინერი გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით მეტია. APM -ის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, პორტმა გასულ წელს 139 მილიონი ლარი გამოიმუშავა, რაც 2016 წელთან შედარებით თითქმის 19%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს: კატარის ერთ-ერთ უმსხვილეს საზღვაო გადამზიდავ კომპანიას - Milaha-ს, რომელიც ფოთის პორტში იწყებს ოპერირებას, კლაუს ჰოლმ ლაურსენის თქმით, მოუთმენლად ელის ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხაზ "მილაჰას" შემოსვლას, როგორც მომსახურების ჯაჭვის ახალ, მნიშვნელოვან კომპონენტს ტვირთმფლობელთათვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, სრულიად კავკასიის მასშტაბით.

თავის მხრივ, Milaha-ს პრეზიდენტი ადულრაჰმან ესსა ალ-მანნი ამბობს, რომ საქმიანობის შავ ზღვაში დაწყებით კომპანია მნიშვნელოვან რეგიონალურ ბაზარს მოემსახურება. მეტი დეტალისთვის ჩვენ იმ ადამიანს მივაკითხეთ, ვინც უშუალოდ იყო ჩართული მილაჰა-ს საქართველოთი დაინტერესების საქმეში. კატარში საქართველოს ელჩი ნიკა რევაზიშვილი დათანხმდა ანალიტიკასთან ინტერვიუს.

სტუმარი: ნიკა რევაზიშვილი - კატარში საქართველოს ელჩი