მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიის გადაწყვეტილება - ექსპლოატაციაში მიღებამდე, შესაძლოა, საცხოვრებელ შენობებში ცხოვრება აიკრძალოს

BM.GE
20.03.19 23:47
890
ექსპლოატაციაში მიღებამდე, შესაძლოა, საცხოვრებელ შენობებში ცხოვრება აიკრძალოს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით,  ბოლო პერიოდში ადამიანები ისეთ შენობებში ცხოვრობდნენ, რომელიც ექსპლოატაციაში არ იყო შესული და ეს პრობლემებს ქმნიდა. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, უახლოეს პერიოდში ცვლილებები განხორციელდება, რასაც მოქალაქეებს პირადად გააცნობს.