მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასშტაბური რეაბილიტაცია ქუთაისში

BM.GE
20.11.18 10:14
816
ქუთაისი დიდი სიახლეებისავის ემზადება. 2019 წელს დაგეგმილი სამუშაოების შედეგად რიონის სანაპიროზე, ისტორიულ უბანში განლაგებული მე-19 საუკუნის ნაგებობების რეაბილიტაცია და ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მოხდება. ეს გალერეა 1976 წელს დაარსდა და მასში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გალერეის ოქროს ფონდში 3000-მდე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 ექსპონატი ინახება.

სტუმარი: გიორგი შენგელია - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი