12.ოქტომბერი.2018 09:50
საქმიანი დილა

მართვის მოწმობის შეცვლის ახალი წესი

ძალაში შევიდა უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ახალი რეგულაციის თანახმად, იმისათვის, რომ მოქალაქემ საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა შეძლოს, აუცილებელია, რომ იგი მართვის მოწმობის აღებამდე უწყვეტად იყოს ნამყოფი მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე, 1 წლის განმავლობაში.

სტუმარი: იმედა მაკასარაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ-საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე