მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი

BM.GE
10.12.18 10:33
2004
რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“ ფარგლებში თბილისში მუშაობა მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს. ვინ არის მართლწესრიგის ოფიცერი და რა ევალება მას? შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ის კრიმინალური პოლიციის ახალი დანაყოფია, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. საგანგებოდ ამ სამსახურისთვის კადრები გახარიას უწყებამ ღია კონკურსიტ შეარჩია, რჩეულებმა სწავლების ეტაპებიც გაიარეს და ჯერ თბილისის მასშტაბით ამუშავდა ინსტიტუტი და მალე მთელ საქართველოში მართლწესრიგირ ოფიცრები გამოჩნდებიან.

სტუმრები: ლევან დოლიძე - საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორი;
მიხეილ დაუშვილი - შსს–ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
სალომე სვანიძე - მართლწესრიგის ოფიცერი