მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის რიგით 58 ე შეხვედრა გაიმართა

BM.GE
20.09.18 23:39
1087
დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში „მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის“ რიგით 58-ე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში EUROCONTROL-ის 41 წევრი ქვეყნის 75 დელეგატი მონაწილეობდა. შპს „საქაერონავიგაცია“, საქართველოს ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ პირველად მასპინძლობს ამ რანგის შეხვედრას. გაფართოებული კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, ევროკონტროლის წევრი ქვეყნების დელეგატების გარდა, დაესწრნენ „მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების ცენტრალური ოფისის” წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდან.