მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის 3 ახალი წევრი წარადგინა

BM.GE
12.07.18 16:27
1209
14 მინისტრის ნაცვლად 11 მინისტრი, მათგან სამი ახალი. გამართლდა BM.ge-ის ინფორმაცია - გიორგი ქობულია - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარადგინა პრემიერმა რამდენიმე საათის წინ გამართულ ბრიფინგზე. ივანე მაჭავარიანი - დაიკავებს ფინანსთა მინისტრის პოსტს, ხოლო განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი. ყველაზე დიდ ინტრიგად ბოლო წუთამდე რჩებოდა - შეინარჩუნებდა თუ არა თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის სავარძელს. ფაქტია შეინარჩუნა. სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი კი დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს. ჯერჯერობით უცობია, სად წავა სოზარ სუბარი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გახდება.