მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "ნენსკრა ჰიდრო" 2018 წლის მესამე კვარტლის TOP ინვესტორების ათეულშია

BM.GE
13.12.18 11:41
1210
კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ 2018 წლის მესამე კვარტლის TOP-ინვესტორების ათეულშია. საქსტატის ინფორმაციით, სს „ნენსკრა ჰიდრო“ იმ 10 ინვესტორ კომპანიას შორის მიხვდა, რომელთაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს. როგორც bm.ge-ის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ „ნენსკრა ჰიდროში“ განუცხადეს, კომპანია 2018 წელს ჯამურად 58,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. სამუშაოებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ აწარმოებს. ამჟამად სოფელ ჭუბერში სრული დატვირთვით მიმდინარეობს 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული გზის 2 მონაკვეთის აღდგენა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკის 20-მდე ერთეული. მოსამზადებელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება.