მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოლეჯი "კონსტრუქტ2"-ის მშენებლობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა

BM.GE
19.11.18 12:53
2121
ზესტაფონში „m² უძრავი ქონების“ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“-ის მშენებლობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის იდეა სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობას უკავშირდება. “კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონების” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია. 11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციელისტებს მოამზადებს ყოველწლიურად. პროექტის ფარგლებში კოლეჯი 50- მდე აკადემიურ და 30 - მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს.