მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე სავალუტო რეზერვებზე

BM.GE
27.12.18 13:17
869
“საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არაადეკვატური რეზერვები აქვს”, - ეს განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 22 დეკემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. არის თუ არა საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა არაადეკვატური? - ამ სათაურით რამდენიმე დღის წინ bm.ge-მ მასალა მოამზადა, სადაც ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავისი მეთოდოლოგიით, თითოეულ ქვეყანას შესაბამის კოეფიციენტს ანიჭებს, რომლის მიხედვითაც, 1-1.5 ქულა რეზერვების ადეკვატურ ზომად ითვლება. ხოლო თუ რეზერვები ამაზე ნაკლებია, ის არაადეკვატურ ზომად ითვლება, IMF-ის მონაცემებით, საქართველოს ქულა დღეს 0.9-ს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რეზერვების ზომა არაადეკვატურია და მას შევსება ესაჭიროება. უფრო კონკრეტულად კი, 0.9 ქულა ნიშნავს იმას, რომ რეზრევების მოცულობა იმისთვის, რათა ის ადეკვატურად ჩაითვალოს, დაახლოებით, 10%-ით უნდა გაიზარდოს და $3.45 მილიარდი გახდეს.