მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამპანია "სუფთა ჰაერი უსაფრთხო მოძრაობა" იწყება

BM.GE
17.09.18 09:28
993
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში ჩატარებული კვლევისას “ეკოხედვამ” ტყვიის კვალს თბილისის ჰაერის მტვერში მიაგნო. ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დედაქალაქში ტყვია დასაშვები კონცენტრაციის (0.3 მკგ/მ3) მეათედია (მინიმუმ 0.01 მკგ/მ3 და მაქსიმუმ 0.06მკგ/მ3). მოკვლევა მცირე მასშტავის იყო თუმცა დასკვნების საშუალებას მაინც იძლევა. იმაზე დაფიქრების აუცილებლობის წინაშეც კიდევ ერთხელ გვაყენებს რაც ყველამ ვიცით რომ პრობლემურია. დღეიდან სტარტს სამოქალაქო კვირეული იღებს.
კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ 10 რეგიონს მოიცავს და სტარტს მზიურის პარკიდან აიღებს.
სტუმრები: სალომე ზურაბიშვილი - "სიდას" აღმასრულებელი დირექტორი; ეკა ლალიაშვილი - "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე