მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JK Studio - ავეჯის ბიზნესი

BM.GE
21.11.18 10:11
1207
ავეჯის მწარმოებლების თუ ამ მიმართულებით კადრების დეფიციტზე ბოლო დროს ბევრმა და ბევრნაირ კონტექსტში ისაუბრა. გამოწვევა კვალიფიციური კადრების ბაზარზე არსებობისა საქართველოში ნამდვილად რეალურია და ჩვენი შემდეგი სტუმრების წარდგენით რა თქმა უნდა იმის თქმას რომ ერთ კომპანიაში დასაქმებული 5 ადამიანი სურათს სხვაგვარად წარმოჩენას არ შევეცდებით. თუმცა ფაქტია ჩვენს გარშემო ხშირად გვრჩება ძალიან საინტერესო ადგილობრივი ბიზნესები, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს მრავალფეროვან არჩევანს და თანაც ინდივიდუალურ პროდუქტს სთავაზობს.

ყველა ამ კრიტერიუმს ერთად და ცალ ცალკე „ჯეიქეი სტუდიო“ 2016 წელიდან აკმაყოფილებს. ავეჯის მწარმოებელი კომპანია ბაზარზე სწორედ ამ დროს გამოჩნდა და მომხმარებელს ნატურალური ხის მასალისა და მეტალისაგან დამზადებულ პროდუქცია შესთავაზა. თავდაპირველად, ეს იყო მეგობრების მიერ სამოყვარულო დონეზე დაწყებული საქმიანობა. მოგვიანებით ბიზნეს სქემა და ერთდროულად რამდენიმე მიმართულების მოცვა.

სტუმრები: ბექა ჯიჯიაშვილი -„ჯეიქეი სტუდიოს“, დამფუძნებელი;
ირაკლი ხელაძე - „ჯეიქეი სტუდიოს“, დამფუძნებელი