მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ბილაინი უფასო კოლოკაციის მომსახურებას მიაწვდის

BM.GE
11.12.18 23:35
895
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება. 2019 წლიდან ადგილზე ფართზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა დაიწყება. პროექტის მიზანია, საქართველოში ტურისტულად ერთ-ერთ მიმზიდველ რეგიონში მოხდეს დასახლებული პუნქტებისა და ტურისტული კონცენტრაციის ადგილების მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში ბილაინი უფასო კოლოკაციის მომსახურებას მიაწვდის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის განმახორციელებლები მობილური ოპერატორის ანძებით უფასოდ ისარგებლებენ.