მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურული განვითარება

BM.GE
18.09.18 12:03
824
საგარეო ვალით დასაფინანსებელი პროექტებისთვის თანხის ათვისება დაბალი ტემპით მიმდინარეობს. აუდიტის სამსახურის ცნობით, 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,237 მლრდ ლარი საგარეო ვალით, დაგეგმილია 51 საინვესტიციო პროექტის განხორციელება, თუმცა 6 თვის მდგომარეობით, ათვისებულია დაგეგმილი თანხის მხოლოდ 22% (273 მლნ ლარი). 21 საინვესტიციო პროექტისთვის თანხა არ არის ათვისებული. 50%-ზე დაბალი ათვისება აქვს 20 პროექტს, ამასთან, 744 ათასი ლარი დაიხარჯა ერთი საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებული არ იყო ბიუჯეტში.

6 თვის მონაცემებით, არც ერთი ლარი არ იყო დახარჯული არაერთ პროექტზე. მათ შორის, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობაზე, ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობაზე, გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობაზე, უბისა ძირულას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობაზე და სხვა.

სტუმარი: მაია ცქიტიშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი