15.მარტი.2019 09:02
საქმიანი დილა

გურჯაანის სოფელ შაშიანში წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო. როგორც ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელმა შაშიანში გაბრიელ ბოკუჩავამ აღნიშნა, ჭაბურღილიდან საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სოფლის ამბულატორია და 70 - მდე ოჯახი მომარაგდება. სპექტრთან საუბარში ბოკუჩავა ამბობს, რომ სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 130 057 ლარია, რომელსაც შპს "ჰიდროგეო" ასრულებს.

https://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30415-shashianshi-akhali-tcaburghili-moetsyo.