მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში სამი ახალი და ერთი განახლებული საბაგირო იქნება

BM.GE
17.07.18 16:24
1001
მომავალი ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში სამი ახალი და ერთი განახლებული საბაგირო იქნება. ამისთვის მთის კურორტების განვითარების კომპანიამ საბაგიროების მწარმოებელ „დოპელმაიერთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომელიც საბაგიროების „პირველისა“ და „სოლიკოს“ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახლის მშენებლობას, ასევე „კუდების“ საბაგიროს რეკონსტრუქციას და კიდევ ერთი ახალი საბაგიროს მშენებლობას ითვალისწინებს.

სტუმარი: სანდრო ონოფრიშვილი - მთის კურორტების განვითარების კომპანია; ხელმძღვანელი