მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GREEN ENERGY საქართველოში მასშტაბური მზის სადგურების მშენებლობას გეგმავს

BM.GE
11.12.18 18:18
940
GREEN ENERGY საქართველოში მასშტაბური მზის სადგურების მშენებლობას გეგმავს. როგორც Bmg -ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა, საუბარია ინდუსტრიული დონის მზის სადგურებზე . ამჟამად კი კომპანია მიწის შერჩევის ეტაპზეა და სადგურები სავარაუდოდ გორისა და ქარელის ტერიტორიაზე დამონტაჟდება. ამასთან, როგორც შვანგირაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, ამიერკავკასიაში მზის ენერგიაზე მომუშავე პირველ სასტუმრო DIUS TBILISI უკვე გაიხსნა, სადაც 27კვტ. სიმძლავრის მზის სადგურია დამონტაჟებული. შეგახსენებთ: ბოლო 5 თვის განმავლობაში კომპანიას 14 სადგური აქვს დავამონტაჟებული, რომლის საერთო სიმძლავრე 200 კილოვატზე მეტია.