მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში ხელოსნებისთვის სახლი შენდება

BM.GE
28.12.18 10:17
854
გორში ხელოსნებისთვის სახლი შენდება, სადაც ტრადიციული ეროვნული სამოსის სამკერვალო მაღაზია განთავსდება. აქვე იქნება პურის საცხობი და ტრადიციული აქსესუარების და ორნამენტების სახელოსნო. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. შენობა კირიონ მეორის ჩიხში აშენდება, იქ სადაც ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს. ,,შენობაში იქნება ასევე ტრდაციული ხალიჩების საქსოვი სახელოსნო, ღვინის დეგუსტაციისა და გაყიდვების ადგილი. მშენებლობისას გამოყენებული იქნება ისტორიულ არქიტექტურული ელემენტები და მასალები" - აცხადებენ მერიაში. სამუშაოებისთვის 242 ათასი ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებში გარემონტდება რუსთაველის მემორიალიც. ტენდერში გამარჯვებული კომპანია 21 იანვარს გამოვლინდება.