მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ისაკაძის 20 თებერვლის პროლოგი!

BM.GE
20.02.18 09:22
1136
რეზო გიგინეიშვილის ფილმ "მძევლებში" გეგა კობახიძის როლის შემსრულებელ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადსცეს. ქართველი მსახიობი European Film Promotion-ის მიერ შედგენილი ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სიაში რამდენიმე თვის წინ მოხვდა. პროგრამის ჟიური ირაკლი კვირიკაძეს ახასიათებდა როგორც ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობს.

კვირიკაძესთან ერთად ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცათ: ეილი ჰარბოს ნორვეგიიდან, ალბა აუგუსტს შევდეთიდან, ფრანც როგორვსკის გერმანიიდან, რეკა ტენკის უნგრეთიდან, მატილდა დე ანჯელის იტალიიდან, მატეო სიმონს ბელგიიდან, იონას სმულდერსს ნიდერლანდიდან და ლუნა ვედლერს შვეიცარიიდან.