მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენდერული კვლევა

BM.GE
12.10.18 13:20
1046
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში არსებული გენდერული დისბალანსი შეისწავლა. როგორც კვლევა განმარტავს, მთავარი მიზანი 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით 2016 წლის აპრილში არსებულ ვითარებასთან ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობის მაჩვენებლების შედარებაა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებში, ასევე ქალთა წარმომადგენლობა 2017 და 2014 წლების მოწვევის საკრებულოებში. წელს კვლევაში პირველადაა წარმოდგენილი ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების გენდერული გადანაწილების შესახებ.

სტუმარი: არჩილ თოდუა - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ზუგდიდის წარმომადგენლობის კოორდინატორი