მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლის ღია წერილი: "ბიზნესი სერიოზული წნეხის ქვეშ არის"

BM.GE
22.03.19 18:12
1405
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ საქართველოს პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს ღია წერილი მიწერა, სადაც ის პრემიერს გაუარესებულ ბიზნესგარემოზე უყვება და თან ერთგვარ გაფრთხილებასაც აძლევს, რომ თუ მთავრობის დამოკიდებულება არ შეიცვლება ბიზნესის მიმართ, მაშინ საერთაშორისო სავაჭრო პალატა თავისი კომიტეტების მეშვეობით უკვე ოფიციალურად გააფრთხილებს ინვესტორებს იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება საქართველოში ინვესტირებას მოჰყვეს. ანალიტიკამ ინტერვიუ ფადი ასლისთან ჩაწერა. ირკვევა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობისგან პირველ ნაბიჯებს ერთი კვირის თავზე შეაფასებს. რატომ მიწერა ფადი ასლიმ ღია წერილი ორ ენაზე პრემიერმინისტრს და რა ნიშნებით შეაფასებს, რამდენად შეიცვალა მთავრობის დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ?