მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FactChek: თბილისის გენერალური გეგმა

BM.GE
02.08.18 11:36
1091
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიის წარმომადგენლებთან ერთად სექტემბრის ბოლომდე იმუშავებენ და 1-ელ ოქტომბრამდე მიღებული იქნება შესაბამისი რეგულაციები, რაც ამ გეგმას შეესაბამება. თბილისის მერი საკუთარი პასუხისმგებლობით ამბობს, რომ მომავალი წელი თბილისში ამოქმედებულ გენერალურ გეგმასთან ერთად დადგება. გეგნგეგმა როგორც დოკუმენტი ერთია და კიდევ უფრო მნშვნელოვანია ის თუ რა პრობლემებს გადაწყვეტს თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა და დაასრულებს თუ არა თბილისის განვითარების გენერალური გეგმა დედაქალაქის ქაოტურ განაშენიანებას.

სტუმრები: ზაზა აბაშიძე - "საქმიანი დილა", თანაწმყვანი;
ვერიკო სუხიაშვილი - "FactChek", ავტორი;
მამუკა სალუქვაძე - „სითი ინსტიტუტი", დირექტორი