მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი-საქართველო - რა კითხვები აქვს კერძო სექტორს?

BM.GE
20.03.19 18:15
881
„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომი ადგილობრივ ბიზნეს სექტორს შეხვდა. შეხვედრაში, რომელიც ევროკომისარის თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის გარდა მონაწილეობას იღებდნენ ბიზნეს მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.