მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერეკლე დეისაძის #წიგნისდრო

BM.GE
13.07.18 09:58
1039
ერეკლე დეისაძის მოთხრობების ახალი კრებული „ოთარაანთ ქვიარი“ ავტორის მიერ ბოლო დროს დაწერილ ოთხ მოთხრობას აერთიანებს. ესენია „მწვადამიანი“, „გემრიელად მიირთვით“, „სიზუსტე“ და „ოთარაანთ ქვიარი“. ეს არის ოთხი სხვადასხვა ისტორია, რომელთაც ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონი და ამ ფონის შედეგად გამოწვეული საზოგადოების რეფლექსები აერთიანებს. ეს არის მოთხრობები პრობლემებზე, ჭრილობებზე, რაც ყველაზე ძალიან სტკივა საზოგადოებას: უმცირესობები, მათი უფლებები, პოლიტიკა, თუ როგორ ჭამს და მარტო ტოვებს სისტემა ადამიანს, როგორ ეძებენ ისინი ამის მიზეზებს ერთმანეთში და ვერ ხედავენ საერთო პრობლემას. წიგნი ამ ყველაფრის კრიტიკაა.

სტუმარი: ნინია მაჭარაშვილი - საქმიანი დილა თანაწამყვანი;
ეკო დეისაძე - მწერალი