მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონული მმართველობის გამოწვევები

BM.GE
08.06.18 16:31
1055
ევროდიგ - ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე, რომელსაც ამ კვირაში საქართველომ უმასპინძლა. მთავარი აქცენტები ბიემჯი-ს სხვადასხვა გადაცემების საშუალებით უკვე იხილეთ - მათ შორის, საქართველოს ასპირაციებზე, რომ რეგიონში საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბად იქცეს; ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საკომუნიკაციო ბაზრის თანმიმდევრობით გახსნასთან დაკავშირებით; ბლოკჩეინ ტექნოლოგიების როლზე ციფრულ ერაში და იმის შესაძლებლობაზეც, რომ საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ევროპარლამენტის განხილვების დღის წესრიგშიც დადგეს. ანალიტიკამ გადაწყვიტა, მოკლე შემაჯამებელი ინტერვიუთი გამოხმაურებოდა კონფერენციას. ვფიქრობთ, ნამდვილად აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება.