მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Edushare-ის 14 რეკომენდაცია საპენსიო რეფორმაზე

BM.GE
10.07.18 23:48
1201
„საპენსიო რეფორმა: რეკომენდაციები პოლიტიკის შესამუშავებლად“ - ასე ჰქვია 64 გვერდიან დოკუმენტს, რომელიც ,,გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის" დაფინანსებითა და კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით, "edushare"-ის ფონდმა მოამზადა.  ნაშრომის მიზანია, ახალი საპენსიო სისტემის მოსალოდნელი შედეგების გამოკვლევა და იმის შეფასება, თუ რამდენად გაუმკლავდება შემოთავაზებული რეფორმა საქართველოს ამჟამინდელ და სამომავლო გამოწვევებს. ამასთან, ნაშრომის ამოცანაა, ისეთი რეკომენდაციების შეთავაზება, რომელთა მეშვეობითაც ახალი სისტემა უკეთ შეძლებს უპასუხოს არსებით გამოწვევებს.