მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ დიღომში, ანბანის ბაღში შენობის დემონტაჟი მოხდება - თბილისის მთავრობის სხდომა

BM.GE
18.07.18 16:18
989
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, დიდ დიღომში, ანბანის ბაღში მდებარე სამშენებლო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდება. კახა კალაძის განმარტებით, ამ ობიექტზე ყველანაირი ნორმა დარღვეულია, მათ შორის ნებართვის გაცემის დროსაც. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გარდა ამისა, თბილისის მერმა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მეორე, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება სერთიფიცირებას დაექვემდებარება.