მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან შრომის ინსპექტორები დასაქმებულთა პირობებს ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმებენ

BM.GE
01.08.18 16:25
1048
დღეიდან შრომის ინსპექტორებს უფლება ექნებათ ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმონ დასაქმებულთა შრომის პირობები. პირველ ეტაპზე კანონის მოქმედება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ტრეინინგ ცენტრში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.