11.თებერვალი.2019 08:59
საქმიანი დილა

დარღვევების გამო სოფელ ვეჯინის ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაიხურა

დარღვევების გამო სოფელ ვეჯინის ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაიხურა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღი შეამოწმა და ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში დარღვევები აღმოაჩინა. ამ მიზეზით ბაღი დროებით დაიხურა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანება კი 1000 ლარით დაჯარიმდა. რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დასრულდა, სამუშაოები კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩაიბარა.

https://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30200-darghvevebis-gamo-sofel-vejinis-akhladreabilitirebuli-sabavshvo-baghi-daikhura.