მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

BM.GE
22.10.18 23:20
840
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. პარლამენტარებმა არასაკმარისად მიიჩნიეს ეკონომიკის სამინსტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი და უწყებას მოსთხოვეს დამატებითი განმარტებები. კონკრეტულად, საუბარია ნორმატიულ აქტებზე რომლებმაც უნდა განსაზღვროს, ენერგოეფექტურობის კანონპროექტის დეტალები.