მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

BM.GE
17.09.18 11:25
859
საგაზაფხულო სესიაზე საიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საია-მ პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკს. ამასთან, სანქციის გამკაცრება იქონიებს მსუსხავ ეფექტს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია. მიიღო თუ არა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პასუხი რეკომენდაციებზე და უნდა ველოდოთ თუ არა ჩასწორებებს.

სტუმარი: ნონა ქურდოვანიძე - საია-ს თავმჯდომარის მოადგილე