08.თებერვალი.2019 10:38
საქმიანი დილა

ციფრული ინოვაციების სამიტი ყაზახეთში

როგორ განათლებას უნდა აძლევდეს სკოლა თანამედროვეობაში მოსწავლეს? მარტივი და ზედაპირული პასუხია ადექვატური რეალობასთან, ისეთი რომელიც საშუალოგანათლება მიღებულ მოქალაქეს გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. 21-ე საუკუნეში ასეთი სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, ვირტუალური საკლასო ოთახებით და უახლესი ტექნიკური შესაძლებლობების კაბინეტ-ლაბორატორიებით აღჭურვილი უნდა იყოს. ტექნიკასთან ერთად შესაბამისი კურსი და პროგრამაც მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კი საქართველოში ფიუჩა ლაბორატორი მუშაობს, რომლის გენერალურმა დირექტორმაც საკუთარი გამოცდილება სულ რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში გამართულ სამიტზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს გაუზიარა.

სტუმარი: ირაკლი ქაშიბაძე - "ფიუჩერ ლაბორატორია", გენერალური დირექტორი