მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭუბერში სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის ნაწილს მესტიის მუნიციპალიტეტი გასცემს

BM.GE
23.11.18 18:31
928
ჭუბერში 5 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენებით დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციის მიღებას დღემდე ელოდება. მათ სახელმწიფომ შენობა-ნაგებობებზე მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს. იმის გათვალისწინებით, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ზარალი უკვე დაითვალა, მოსახლეობას აინტერესებს, რატომ ვერ ახერხებს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის თანხის გადარიცხვას, რომ ამ უკანასკნელმა დაზარალებული ოჯახებისთვის კუთვნილი კომპენსაცია გაიღოს.