მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა

BM.GE
28.12.18 10:15
965
ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტებისაა და პერსონალისთვის საძინებელ ოთახებთან ერთად სველი წერტილებიცაა მოწყობილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მაღალი გამავლობის ავტომობილიც გადასცა, რაც მათ მაღალმთიან სოფლებში გადაადგილების პრობლემას მოუხნის. ამ დრომდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ავარიულ შენობაში იყო, სადაც არც სველი წერტილები იყო და არც არანაირი სამუშაო პირობა.