მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩივნინგის პროგრამა - დასავლური განათლების ეფექტი

BM.GE
23.03.18 17:10
1391
ბრექსიტის ფონზე ბრიტანეთის საელჩო საქართველოსთან ურთიერთობების მხოლოდ გაღრმავებას და გააქტიურებას ელოდება. განსაკუთრებით საგანმანათლებლო კუთხით. ამ მიზნით, საელჩომ ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი და წელიწადში ერთხელ ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტებს საელჩოს შენობაში ერთად შეკრებს და ამით მათ მტკიცე ქსელად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ჩივნინგის პროგრამას უკვე წლებია მხარს უჭერს საქართველოს ბანკი. 250 ჩივნინგელს შორის ანალიტიკის სტუმრად კი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე შევარჩიეთ. სამი სტუმარი ერთ მაგიდასთან პროგრამის შესახებ, რომელსაც ქვეყანაში ბრიტანული განათლება შემოაქვს.