11.თებერვალი.2019 09:01
საქმიანი დილა

ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. კახეთი ნიუსისი ინფორმაციით , პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორ-დონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. “ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

https://knews.ge/?p=36738.