მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლოკჩეინი საჯარო სერვისებში

BM.GE
15.02.19 11:44
2509
მას შემდეგ რაც საქართველმ ჯერ კიდევ 2017 წელს საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ სისტემის გამოყენება დაიწყო და რამდენიმე საერთაშორისო გამოცემამ ჩვენს შესახებ როგორც ინოვაციური მიდგომის მოწინავე ქვეყანაზე არაერთი სტატია მოამზადა, მიწის რეგისტრაციის პროცედურების რეფორმის შუალედური ანგარიშისას პრემიერმა თქვა, რომ საჯარო სერვისებში ბლოკჩეინი კიდევ უფრო ფართოდ უნდა დაინერგოს. ეს მხოლოდ მისასალმებელი ინიციატივაა, მეტიც მამუკა ბახტაძემ თქვა რომ რეფორმის ექსპორტი არ გამოირიცხება. 2017 წელს ბლოკჩეინის გამოყენება იუსტიციის საჯარო რეესტრმა დაიწყო, შემდეგი უწყება, რომელიც ბლოკჩეინზე დაფუძნებულ საჯარო სერვისებს წარადგენს ფინანსთა სამინისტრო იქნება, რომელიც საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს.

სტუმარი: ელენე გრიგოლია - მსოფლიო ბანკის ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი