12.ოქტომბერი.2018 09:42
საქმიანი დილა

ბიზნესი ჰარი პოტერის ბაზაზე

21 წლის წინ ჯოან როულინგმა ბილეთი ჯერ ასობით, ძალიან მალევე ათასობით და მილიარდობით ადამიანსაც კი 9¾ პლატფორმის მატარებელზე აჩუქა. 73 ენაზე ნათარგმნი წიგნის და მაღალშემოსავლიანი ფილმების დახმარებით მილიონობით ადამიანმა გაიცნო ბიჭი სახელად ჰარი. პოტერმა, მეგობრებთან ერთად, ჯერ ფილოსოფიური ქვა დაიცვა ბოროტი ძალებისგან, გველს ესაუბრა, ქვიდიჩი ითამაშა, ბასილისკო მოკლა, ცეცხლოვანი თასი მოიპარა და ვოლდემორი დაამარცხა, თანაც იმაზე მეტჯერ ვიდრე ეს ყველა სხვა ჯადოქარმა ერთად აღებულმა მოახერხა. შეიქმნა ისტორია. ცალკე ჰარი პოტერი ბიზნესად იქცა ცალკე ინდუსტრიად.

ინგლისელი ავტორის შექმნილი პერსონაჟი შემოსავლის წყარო გახდა ჰოლივუდისთვის, ბრიტანეთისთვის, იმ ცალკეული ლოკაციებისთვის რომლებიც ფილმის სცენარისათვის შეარჩიეს, ავტორზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თქვენ წარმოიდგინეთ და ერთი ჩვეულებრივი წიგნის მაღაზია პორტოში, რომელიც ჰარი პოტერის სასწავლებლის ერთ ერთი ოთახის გრაფიკულად ასაწყობად ინსპირაცია გახდა ტურისტებისთვის აუციელებელ მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალში შედის. ჰარი პოტერის სახელით და პერსონაჟების ფოტოებით გაფორმებული აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები თუ ტანისამოსი მხოლოდ ამ ფოტოებისა და გამოსახულებების გამო ნივთებს ფასს მატებს. ჰარი პოტერის ფანკლუბის წევრებს შორის შეხვდებით ყველა ასაკის ადამიანებს.

სტუმარი: გიორგი გიქორაშვილი - "ჰარი პოტერის აქსესუარები”, დამფუძნებელი