მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს სიახლეები

BM.GE
31.07.18 23:34
956
ლიეტუვას კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს, რუსული აპლიკაცია Yandex.Taxi არ გამოიყენონ. ამის შესახებ ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომლის სტრუქტურაში შედის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი. ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აპლიკაციის მიერ მობილური მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღებამ, შესაძლოა, პირადი მონაცემების უკანონო შეგროვებისთვის პირობები შექმნას. ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო დაჟინებით სთხოვს განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეებსა და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ მოხელეებს, არ გამოიყენონ ეს აპლიკაცია.