მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO-მ პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ეფექტიანობა შეაფასა

BM.GE
19.02.19 23:36
891
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის 85-მა ბენეფიციარმა 2014-2018 წლებში 390 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ესაა ერთი კონკრეტული რიცხვი BDO-ს კვლევიდან. როგორგც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, კომპანიამ „ბიდიომ“ პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის ეფექტიანობის კვლევა ჩაატარა, რომლის პრეზენტაციას ბენეფიციარებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ასევე ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც ესწრებოდა.