მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახმეტაში რეგიონული განვითარების ფონდიდან 12 პროექტი დაფინანსდა

BM.GE
22.03.19 09:22
771
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდიდან 2019 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში 12 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ამ დროისთვის 10 პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. "12 პროექტის განხორციელებისთვის 3 მილიონ 145 640 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ დროისთვის 10 პროექტზე ტენდერი გამოცხადდა, საიდანაც 4 მათგანზე კონტრაქტი უკვე გაფორმდა. გასულ წელთან შედარებით ამ მიმართულებით წინ ვართ და ვფიქრობ, ეს წელი ინფრასტრუქტურული კუთხით ახმეტისთვის მნიშვნელოვანი იქნება'',- განაცხადა მერმა.

https://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30451-akhmetashi-regionuli-ganvitharebis-fondidan-12-proeqti-dafinansda.