მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი Novociti Life-ის ავტობუსებმა, შესაძლოა, თბილისში იმოძრაონ

BM.GE
25.03.19 16:46
1327
თბილისის ავტოპარკი რომ გასაახლებელია ამაზე უკვე დიდი ხანია დედაქალაქის მთავრობაც და მოსახლეობაც შეთანხმდა. კახა კალაძე საზოგადოებას ხშირად ახსენებს, რომ წლის ბოლომდე ავტობუსების პარკი უნდა ჩანაცვლდეს. ვინ და როდის ჩაანცვლებს საკითხავი ახლა ეს გახდა. ქალაქს ახალი ავტობუსები სჭირდება და ამისთვის თბილისის მუნიციპალიტეტს 220 ახალ ავტობუსზე ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელიც ბოლო 4 თვეა გრძელდება, გადაწყვეტილება კი არ გვაქვს. ტენდერი ამ დრომდე სადავოა. სახელმწიფო შესყიდვაში ერთ-ერთი მონაწილე ჯითი ჯგუფია, რომელიც დედაქალაქს უახლესი წარმოების, ISUZU-ს “ნოვოსითი ლაიფის” მოდელებს სთავაზობს. ავტობუსის 100-მდე მოდელით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკვე სარგებლობს, მათ შორის, ერთ-ერთს, პოლონეთს, “ფორბსის კვირის” გუნდიც ეწვია და დეტალურად გაეცნო “ნოვოსითი ლაიფის” ახალ მოდელებს.

სტუმარი: ლევან გოგსაძე - "ჯითი გრუპი", გენერალური დირექტორი