15.მარტი.2019 09:05
საქმიანი დილა

ახალი კაფე ყავის მოყვარულებისთვის

ყავისა და სახლში დამზადებული ტკბილეულის მოყვარულებისთვის ვერაზე ახალი კაფე COFEECA გაიხსნა. რამდენიმე სახეობის ყავა და საფირმო ვაშლის ნამცხვარი ეს ის ორი უმთავრესი პროდუქტია, რომელსაც COFEECA-ს მომხმარებლები ასახელებენ. ამასთან ერთად არც ის გარემო ავიწყდებათ, რომელიც დატვირთული დღის შემდგომ კაფეში ხვდებათ. კიდევ რას გვთავაზობს COFEECA და რა არის ის უმთავრესი მახასითებლები?