მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდების დასაქმება - საქართველოს ბანკი

BM.GE
22.12.18 11:41
1110
უმუშევრობის დონეს საქართველოში ასაკობრივ ჭრილში თუ შევხედავთ, 2017 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი - თითქმის 30% - 20-24 წლის ასაკის მოქალაქეებისთვისაა. გრაფიკაზე, რომელსაც თქვენ ახლა თქვენს ეკრანებზე ხედავთ, ნათლად ჩანს, რომ ზოგადად, 30 წლამდე ახალგაზრდების დასაქმება ყველაზე პრობლემურია. ამ კონტექსტში დამატებით ღირებულებას იძენს ის პროექტი, რომელსაც საქართველოს ბანკი უკვე მესამე წელია ახორციელებს და წელს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა. პროგრამას ერთდროულად აქვს როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე სრულიად პრაგმატული მიზნებიც კონკრეტულად საქართველოს ბანკის და მისი შვილობილი კომპანიებისთვის. სახელწოდებაც საინტერესო აქვს - ლიდერატორი.