15.მარტი.2019 10:14
საქმიანი დილა

ავტობუსების სადაო ტენდერი - "ჯი თი გრუპის" პოზიცია

ავტობუსების 79 მილიონიანი ტენდერის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის 1 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა 4 თვეზე მეტი გავიდა და ჯერ ტენდერის რეალური გამარჯვებული გამოვლენილი არ არის. კომპანიას, რომელიც ყველაზე დაბალი ფასი დადო, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა, მეორე პრეტენდეტი „ჯითი გრუპია“ რომელიც კომპანიის თქმით, სრულიად უსაფუძვლო მიზეზების გამო ჯერ დისკვალიფიცირებულ იქნა, თუმცა მათი არგუმენტირებული საჩივრის გამო კვლავ ტენდერში დააბრუნეს. რა ხდება ავტობუსების ტენდერის საკმაოდ გახმაურებულ საქმეში?

სტუმარი: ლევან გოგსაძე - "ჯითი გრუპი", გენერალური დირექტორი